დაშორდა თუ არა შეფ ლუკა ნაჭყებია მეუღლეს: "მივხვდი, რომ შეცვლით ახლა ვეღარ შევიცვლები..." - bbcnews.ge
საზოგადოება

დაშორდა თუ არა შეფ ლუკა ნაჭყებია მეუღლეს: “მივხვდი, რომ შეცვლით ახლა ვეღარ შევიცვლები…”

ლუკა ნაჭყებია მეუღლეს დაშორდა. ლუკას მეუღლე ანუკა ჯორბენაძე იყო. მათ ერთი საერთო შვილი, ანიტა ჰყავთ. ლუკამ ოჯახის დანგრევის შესახებ ნანკა გვარის პოდკასტში ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, რატომ არ გამოსდის პირადი ცხოვრების აწყობა, ლუკა ნაჭყებიამ განმარტა, რომ ამ საკითხზე ფსიქოლოგთან უსაუბრია, თუმცა პასუხი არ აქვს: 

“ამ საკითხზე მე და ჩემმა ფსიქოლოგმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ვერსად ვერ მივედით. ამაზე პასუხი ძალიან ბანალურია, ბალანსის საკითხია. ცოლი აღარ მყავს, შვილი მყავს. საკუთარი თავის სიამოვნებისთვის რაღაცების კეთება არ შემიძლია, მაგალითად, თუ მეტყვიან, მოდი, სადმე კუნძულზე წავიდეთ, იქ დასასვენებლად ვერ წავალ, რამე სხვა მიზეზი უნდა მქონდეს – ფუნქციური უნდა იყოს ჩემი იქ წასვლა. 

მირჩევნია ვიყო კარიერისტი, არცერთი კარიერისტი არ არის, კარგი მეოჯახე. კარიერაში საქმე ისე კარგად გამოსდის, რომ ამით ინუგეშებს მერე თავს. მივხვდი, რომ შეცვლით, მაინცდამაინც, დიდად ვეღარ შევიცვლები, იმიტომ, რომ 30-ს გადაცილებული ხალხი აღარ იცვლება”,  – ამბობს ლუკა ნანკა გვარის პოდკასტში.

Back to top button