17 წლის გოგონა თანასკოლელებმა სასტიკად აწამეს და გააუპატიურეს - ეს ამბავი კაცობრიობის ყველაზე საზარელ მკვლელობათა შორის აღიარეს - bbcnews.ge
კრიმინალიმსოფლიო

17 წლის გოგონა თანასკოლელებმა სასტიკად აწამეს და გააუპატიურეს – ეს ამბავი კაცობრიობის ყველაზე საზარელ მკვლელობათა შორის აღიარეს

ჯუნკო ფურუტა იაპონელი თინეიჯერი გოგონა იყო, რომლის სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა. მას 44 დღის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ამ დროს ის თანასკოლელის სახლში იმყოფებოდა. ბიჭის მშობლებიც იმავე სახლში ცხოვრობდნენ, დანარჩენი მოძალადეები კი მისი ნაცნობი თანატოლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯუნკოს მდგომარეობაზე პოლიციას ორჯერ აცნობეს, მათი დაუდევრობის და გულგრილობის გამო, არათუ ვერ უშველეს, გოგონა მოძალადეებმა ხანგრძლივი წამების შემდეგ მოკლეს კიდეც. საბოლოოდ ჯუნკო ფურუტას მკვლელობა კაცობრიობის ყველაზე სასტიკ მკვლელობებს შორის მოიხსენიება.

ჯუნკო ფურუტა იაპონიაში 1971 წელს დაიბადა. ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონას ცხოვრებით ცხოვრობდა. კარგად სწავლობდა და ნახევარ განაკვეთზეც მუშაობდა. გოგონა მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

ჯუნკო საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო და ერთ დღესაც სკოლის ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ბიჭმა ჰიროში მიანომ პაემანზე დაპატიჟა. ჯუნკომ უარყო მისი შემოთავაზება. ეს კი მანამდე არც ერთ გოგოს არ გაუკეთებია. ჰიროში ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის, იაკუძას წევრი იყო. გოგონას უარით განრისხებულმა ჰიროშიმ მასზე შურისძიება განიზრახა.

კითხვის გაგრძელება

Back to top button