
ყველასათვის საყვარელი ბლინების მომზადება არც ისე მარტივია მაშინ, თუ გსურს რომ იდეალური გამოგივიდეს. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, ნონა დანელიამ ( Mlm Rano )-მ გაგვიზიარა, მაშ ასე:
„დღემდე მომდის კმაყოფილი ადამიანების მესიჯები, ამას წინათ მომწერეს ,,ისეთი საოცრება გამომივიდა, რაც მე გლოცეთ მთელი ცხოვრება გეყოფაოთ”-ო, გულში ისეთი სითბო ჩამეღვარა, დიდხანს ვუყურებდი წერილს.
ისეთ რამეს დავწერ რაც არავის არცერთ რეცეპტში არ აუხსნია და ვერც 3 წუთიან ვიდეო რგოლებში ნახავთ და მაინც რატომ არის ჩემი ბლინები უნაკლო და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება…
ბლინის ცომი ხელის ფართო სათქვეფელათი მოურიეთ, მიქსერიც შეიძლება, ოღონდ დაბალ სიჩქარეზე, კვერცხი არ უნდა გადათქვიფოთ, რათა არ წარმოიშვას ქაფი, ქაფიანი ცომით გამოვა ნასვრეტებიანი ბლინები, მით უფრო ზოგი ისეთი სწრაფია ან გამოუცდელი ჰგონიათ რა საჭიროა დაყოვნება მაცივარში და პირდაპირ იწყებს ცხობას და იწყება მერე ისეთი არ გამოვიდა და ა.შ. ნასვრეტდება, სკდება… შედეგი ვერ დგება საუკეთესო…
როგორც მოგახსენეთ, კვერცხი თქვეფადი ინგრედიენტია და მისი ხშირი თქვეფით წარმოიქმნება ქაფი, მასა ამის გამო მოცულობაში იწყებს ზრდას, საკმარისია რამოდენიმე ხნით დავტოვოთ, ის ისევ იწყებს ჩაფუშვას და ზომაში დაპაყარავებას, ამიტომაა საჭირო ბლინის ცომის მაცივარში გამოტარება რომ დაჯდეს ცომი და მეტიც მერე ერევა ერთი ჭიქა წყალი და ზეთი, ეს კიდევ უფრო უწყობს ცომს ხელს, რათა მეტად ბლანტი გახდეს, ჩაახშოს ქაფი, ერთნაირად გლუვი და პრიალა გახადოს.
მეორე, თუ ამის შემდეგაც დარჩა ქაფი, სუფრის კოვზით გადაიღეთ. 2 კოვზიც კი საკმარისია. საქმე წაგივიდეთ იდეალურად, ყოველი დასხმისას ამოურიეთ და ისე დაასხით ცომი ცხელ ტაფაზე.
ყურადღება მიაქციეთ ცხობასა და ცხობას შორის ცომის სისქეს, ვინაიდან პროცესი ხანგრძლივია. ცომის სითხე ორთქლდება ღუმელის სიახლოვეს და შუა და შუა საჭიროებს ცოტა ცივი წყლის ჩამატებას. ცოტა ნიშნავს 20-30 მილილიტრს და არა ერთბაშად – ნახევარ ჭიქას.
დღესასწაულების პერიოდში, დროის უკმარისობა ყველას აწუხებს, ეს ბლინები შეგიძლიათ ღამე დააცხოთ და დილით გადაახვიოთ, არაფრით არ მიეკრობა ერთმანეთს და არც გამოშრება, გახმება. გამომცხვარ ბლინებს ტილო გადაფარეთ და ისე დატოვეთ









