პუტინის საყვარელი ქალები, რომლებსაც კრემლის ბინადარმა უპატრონა - ჟურნალისტური გამოძიება: „პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული“ - bbcnews.ge
მსოფლიოპოლიტიკა

პუტინის საყვარელი ქალები, რომლებსაც კრემლის ბინადარმა უპატრონა – ჟურნალისტური გამოძიება: „პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული“

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო თანამდებობებზე მოაწყო თავისი შვილების ოჯახების წევრები, მათი ცოლები და ქმრები, საყვარლები, ბიძაშვილები და სხვა ნათესავები. ყველაზე მაღალი პოსტები მიიღეს იმ ახლობლებმა, რომლებიც პრეზიდენტის ბიძაშვილის – ევგენი პუტინის შტოს მიეკუთვნებიან“, – წერს გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle), რუსეთში აკრძალული საგამოძიებო-კვლევითი ჟურნალისტური გამოცემის „პროექტის“ (Проект) მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე. სტატიის სათაურია „პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული“ (ავტორი – ოლღა ლებედევა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც გამოცემა „პროექტი“ (დამფუძნებელი რომან ბადანინი, ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ) იუწყება, რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინის 24 ნათესავი იკავებს ისეთ თანამდებობებს, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. საბიუჯეტო ხელფასებს იღებენ პრეზიდენტის ორივე ქალიშვილის – მარია ვორონცოვასა და ეკატერინა ტიხონოვას, ასევე, ბიძაშვილების – ევგენი და იგორ პუტინების, ლიუბოვ შელომოვასა და ლიუბოვ კრუგლოვას ოჯახების წევრები.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო თანამდებობის მიღებაში დაეხმარა მისი ყველა – ოთხივე საყვარელი ქალის – ყოფილი ცოლის – ლიუდმილა ოჩერეტნაიას, ალინა კაბაევას, სვეტლანა კრივონოგის და ალისა ხარჩევას ოჯახის წევრებს.

„ბიძაშვილები უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე…“

ყველაზე მაღალი თანამდებობები აქვთ პრეზიდენტის ბიძაშვილის, ევგენი პუტინის ახლობლობას და ნათესაობას: ანა ცივილევას და სერგეი ცივილევს (ცოლ-ქმარი), ასევე, ბიძაშვილის შვილს მიხეილ პუტინს – როგორც მთავრობაში, ასევე სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომში“. ანა ცივილევა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, მისი ქმარი სერგეი ცივილევი კი – რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი. ანა ცივილევას ძმა მიხეილ პუტინი „გაზპრომის“ მაღალჩინოსანია: 2018 წლიდან იგი კონცერნის მმართველთა საბჭოს წევრია.

კითხვის გაგრძელება

Back to top button