წარუმატებელი ქორწინება ქართველ ქალთან, შეიხი მამა და ქველმოქმედება: საქართველოზე შეყვარებული ერაყელი "ტიკტოკერის" ცხოვრება - "ახლო მეგობარმა სამი მანქანა მომპარა" - bbcnews.ge
საზოგადოება

წარუმატებელი ქორწინება ქართველ ქალთან, შეიხი მამა და ქველმოქმედება: საქართველოზე შეყვარებული ერაყელი “ტიკტოკერის” ცხოვრება – “ახლო მეგობარმა სამი მანქანა მომპარა”

ია­სენ იბ­რა­ჰიმს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, “ხუ­ჭუ­ჭა­თი” იც­ნო­ბენ. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი უცხო­ე­ლი ტი­კტო­კე­რია, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 450 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. თუმ­ცა, მი­ლი­ო­ნე­რის იმიჯ­სა და ძვი­რად ღი­რე­ბულ მან­ქა­ნებ­თან ერ­თად, ია­სე­ნის სა­ხე­ლი ბევ­რს ქველ­მოქ­მე­დე­ბას­თან და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას­თან უკავ­შირ­დე­ბა.

  • ის არის ერა­ყე­ლი, რომ­ლის მა­მაც დუ­ბა­ი­ში შე­ი­ხია. თა­ვად ია­სე­ნი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ო­ჯახ­და ქარ­თველ ქალ­ზე, და­ა­არ­სა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია და ენა ქარ­თულ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ის­წავ­ლა. ის არას­დროს მა­ლავ­და სიყ­ვა­რულს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, მა­გა­ლი­თად, ორი წლის წინ, რა­ჭის სტი­ქი­ის დროს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს პი­რა­დად ჩა­უ­ტა­ნა პრო­დუქ­ტე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ია­სენ იბ­რა­ჰი­მი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ შე­მო­დის. ის დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლია და ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებს.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ტი­კტო­კე­რი გვიყ­ვე­ბა ომის ფონ­ზე გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­ზე, რო­გორ და­უ­ახ­ლოვ­და ქარ­თვე­ლებს, რა­ტომ წა­არ­თვეს ქო­ნე­ბა და ბიზ­ნე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის შემ­დეგ, და რა უსა­მარ­თლო­ბას გა­ნიც­დის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვის გამო.

– ბავ­შვო­ბა ერაყ­ში გა­ვა­ტა­რე, იქი­დან ვარ, მაგ­რამ სულ ომი და არე­უ­ლო­ბა იყო. ოჯა­ხი ჯერ თურ­ქეთ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ბიზ­ნე­სი და­ვი­წყეთ, შემ­დეგ იქ გა­ვი­ცა­ნით ქარ­თვე­ლე­ბი და და­ვახ­ლოვ­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ძმას­თან ჩა­მო­ვე­დი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­და. ის ჩემ­ზე უფ­რო­სია, დიდი ხა­ნია და­ამ­თავ­რა და ახლა დე­დას­თან ერ­თად ავ­სტრი­ა­ში ცხოვ­რობს.

კითხვის გაგრძელება

Back to top button