ძაღლმა 9 თვის ჩვილი მოკლა - შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი მამასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა - შემზარავი ტრაგედიის დეტალები - bbcnews.ge
მსოფლიო

ძაღლმა 9 თვის ჩვილი მოკლა – შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი მამასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა – შემზარავი ტრაგედიის დეტალები

დიდ ბრიტანეთში, ძაღლმა 9 თვის ჩვილი მოკლა. dailymail-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძაღლი XL Bully-ს ჯიშის იყო, რომელიც ამ ჯიშის აკრძალვის ძალაში შესვლამდე იყო რეგისტრირებული.

მედიის ცნობით, ტრაგედია სამხრეთ უელსის ქალაქ გვენტში მოხდა, როდესაც ჩვილი მამასთან ერთად ნათესავებს სტუმრობდა.

შემთხვევის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ძაღლი ტერიტორიიდან გაიყვანეს, რათა შეემოწმებინათ, მიეკუთვნებოდა თუ არა ის აკრძალულ ჯიშს. ექსპერტიზის დადებითი პასუხის შემდეგ, ძაღლს ევთანაზია ჩაუტარდა.

კინოლოგიური კანონმდებლობის სამართალდამცველმა ორგანომ დაადასტურა, რომ ძაღლი 6 წლის XL Bully-ი იყო.

ვარაუდობენ, რომ თავდასხმამდე ძაღლი ფეიერვერკის ხმამ შეაშინა.

Back to top button