საზოგადოება

„უკიდეგანოდ ამაყი და ბედნიერი ვარ…“ – ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 16 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

„ალექს, დე, მე ყველაფერს გავუძლებ, შენი ჩახუტების, შენი სურნელის ხელახლა შეგრძნების მოლოდინით. დე, ბევრჯერ გითქვამს: „დე, ჩემზე არ ინერვიულოო“. ახლა მე გეუბნები, რომ არ იდარდო, დე. მე მჯერა შენი! უკიდეგანოდ ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ შენი დედობა მე მარგუნა უფალმა,“ –  წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

Back to top button