შოუბიზნესი

“ქეთა თოფურიას ბიზნეს წამოწყება წარუმატებელი აღმოჩნდა… მოგება ნული იყო” – როგორ დააგროვა მილიარდები მომღერლის ქმარმა: რუსული მედია ლევ დენგოვის ბიზნეს-იმპერიაზე წერს

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ჯგუფ A’Studio-ს სო­ლის­ტის ქეთა თო­ფუ­რი­ას მე­უღ­ლის, ბიზ­ნეს­მენ ლევ ძენ­გო­ვის (ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი – პა­ველ გუზ­ბან­დი) ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა კვლავ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ძენ­გოვ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ქო­ნე­ბა მარ­ცვლე­უ­ლი­თა და სა­სუ­ქე­ბით ვაჭ­რო­ბის წყა­ლო­ბით და­აგ­რო­ვა, თუმ­ცა მის ბიზ­ნეს გზას გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი ახ­ლავს.

ფი­ნან­სუ­რი გარ­ღვე­ვა: 5 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი აგ­რა­რულ ბიზ­ნეს­ში

ტე­ლეგ­რამ-არხ “ზვეზ­და­ჩის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლევ ძენ­გო­ვის ბიზ­ნე­სის სა­ფუძ­ვე­ლი აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რია. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს შპს “ანსტე­ლა-ბი­ო­ტექს”, რო­მე­ლიც სა­სუ­ქებ­სა და აგ­რო­ქი­მი­კა­ტებს ყი­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ საქ­მე­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ქეთა თო­ფუ­რი­აც იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის გა­ვი­და, ხოლო ძენ­გოვ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ა­ფარ­თო­ვა.

გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მარ­ცვლე­უ­ლით ვაჭ­რო­ბა. ძენ­გოვ­მა და­ა­ფუძნა შპს “ადამ ბიო”, რო­მე­ლიც მარ­ცვლე­უ­ლის გა­ყიდ­ვა­ზეა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. ამ ორი კომ­პა­ნი­ის (ანსტე­ლა-ბი­ო­ტე­ქის და ადამ ბიოს) სა­ერ­თო შე­მო­სა­ვალ­მა 5,3 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით $58 მი­ლი­ო­ნი), ხოლო მო­გე­ბამ 127 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით $1.4 მი­ლი­ო­ნი) შე­ად­გი­ნა. სწო­რედ ამ თან­ხებ­მა მი­იქ­ცია მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა. გარ­და ამი­სა, ძენ­გოვ­მა ცოტა ხნის წინ გახ­სნა კი­დევ ერთი ფირ­მა, შპს „ნიკა ბიო“, რო­მე­ლიც კო­მერ­ცი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თა­ვად ქეთა თო­ფუ­რი­ას ბიზ­ნეს წა­მო­წყე­ბა – რეს­ტო­რა­ნი “ლავ­რი” – წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა: გა­სულ წელს, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მისი შე­მო­სა­ვა­ლი და მო­გე­ბა ნული იყო.

კითხვის გაგრძელება

Back to top button