
რუსი ჟურნალისტი და რეჟისორი ალექსანდრ გორდონი, თავისი საქმიანობის გარდა იმით გახდა პოპულარული, რომ მართლა “ხელთათმანებივით იცვლის” ცოლებს. ამჟამად მის გვერდით მეხუთე ოფიციალური ცოლია და სხვადასხვა ურთიერთობიდან 4 შვილი ჰყავს.
61 წლის გორდონი გარკვეული დროის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში მეუღლესთან, 23 წლის არფისტ სოფია კალანდაძესთან ერთად. 3 ნოემბერს წყვილი ფილმ „ქარის“ პრემიერას დაესწრო.
წყვილმა წითელ ხალიჩაზე გაიარა და ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა, თუმცა ფრთხილობდნენ, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ.
ალექსანდრე გორდონი და სოფია კალანდაძე ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ, როდესაც გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო. სოფია, პიანისტ ბორის ბერეზოვსკის დისშვილი, ტელეწამყვანს ფესტივალზე გამოსვლისას ახლდა. 2022 წელს, 38 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი ფარულად დაქორწინდა და მოგვიანებით ჯვარიც დაიწერეს. ქორწინებისას სოფია 20 წლის იყო და რუსული მედიის ცნობით, მისთვის ეს მეორე ქორწინებაა.
ეს გორდონის მეხუთე ქორწინებაა. მას ორი ვაჟი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან, მსახიობ ნოზანინ აბდულვასიევასთან, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსი იყო. ასევე ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან მარინა ვერდნიკოვასთან და ჟურნალისტ ელენა პაშკოვასთან ურთიერთობებიდან.
სხვათა შორის, ასევე ქართველი იყო გორდონის მეორე ცოლი – მსახიობი ნანა კიკნაძე.









