საზოგადოება

“სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაშიც დაფიქსირდა…”: თბილისის რომელ სკოლაში დაფიქსირდა მუნის შემთხვევა? – დირექცია განცხადებას ავრცელებს

თბილისის N118 საჯარო სკოლაში მუნის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“N118 საჯარო სკოლის მშობლების საყურადღებოდ! სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაშიც დაფიქსირდა მუნის ერთი შემთხვევა.

ჩვენ ინფორმირებული ვართ და ვიღებთ შესაბამის ზომებს. მშობლებო, ეს ბავშვი ორშაბათს და სამშაბათს სკოლაში არ ყოფილა. მუნი წუხელ დაფიქსირდა.

დღეს ჩატარდება დეზინფექცია. გამოძახებული გვყავს კერძო კომპანია, რომელიც მთლიან შენობას დაამუშავებს.” – ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button