საზოგადოება

სამ სკოლაში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა – რა ინფორმაცია ვრცელდება ქუთაისიდან

ქუთაისის საჯარო სკოლებში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.

ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, მუნის შემთხვევები გამოვლინდა მე-3, 33-ე და 37-ე სკოლებში.

სკოლის დირექტორების განმარტებით, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მოხდა სასკოლო ოთახების დამუშავება.

სკაბიესი ანუ მუნი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობებით, სკაბიესით ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონამდე ადამიანი ავადდება.

ოფიციალური სტატისტიკა მუნის შემთხვევების შესახებ საქართველოში არ არსებობს. როგორც ექიმი დერმატოლოგები ამბობენ, ის შემოდგომა – ზამთრის პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, თუმცა, არა იმ სიხშირით, როგორც წელს.

Back to top button