საზოგადოება

“საპენსიო ბარათები წლის ბოლომდე უნდა შეიცვალოს, წინაღმდეგ შემთხვევაში, პენსიის გატანა შეიზღუდება” – ვის მოუწევს ახალი ბარათების აღება

პენსიონერთა გარკვეულ ნაწილს საბანკო ბარათების შეცვლა მოუწევთ. კონკრეტულად კი, იმ პენსიონერებმა, რომლებსაც ე.წ. უჩიპო საპენსიო ბარათები აქვთ, 2025 წლის ბოლომდე ეს პლასტიკური ბარათები უნდა შეცვალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ბარათებით მათ პენსიის გატანა შეეზღუდებათ.

როგორც ლიბერთი ბანკში განგვიცხადეს, პენსიონერს ახალი ბარათის შესაკვეთად შეუძლია, ბანკის ნებისმიერ ფილიალს მიმართოს. მომსახურება უფასოა.

იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერს გადაადგილების პრობლემა აქვს, ოჯახის წევრს შეუძლია, ლიბერთი ბანკში დარეკოს და ბინაზე მომსახურება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენლები ადგილზე თავად მივლენ. მომსახურება უფასოა. ახალი ბარათის მისაღებად პენსიონერის პირადობის მოწმობა აუცილებელია.

დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, მიმართოთ ლიბერთი ბანკს ცხელ ხაზზე: 032 255 55 00

თამარ იაკობაშვილი

წყარო: mshoblebi.ge

Back to top button