საზოგადოება

„ჭრილობა არის მძიმე ხარისხის…“ – დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობის შესახებ ლევან რატიანი პირველ კომენტარს აკეთებს

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოყვანისას იყო მძიმე, სიმძიმეს განაპირობებდა ჭრილობის ტრაექტორია, – განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელს ეცვა პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი, მაინც იქნება მიღებული ეს ტრავმა მისი სიმძიმიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე.

„სწორედ ამ ჯავშანმა იხნა და გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიყენებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, სადაც არის გული და აორტა. ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება, მაგრამ საბედნიეროდ პაციენტი ამ ეტაპზე სტაბილურია და ვიტალური ფუნქციები აღდგენილია“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, შვიდ პირს კი მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ორ პირს და საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი.

Back to top button