მსოფლიო

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა

გერმანიაში გადაარჩინეს დღენაკლული გოგო, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა.

ეს მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ბავშვი ვადაზე 16 კვირით ადრე დაიბადა. თანამედროვე აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ბავშვი გადარჩა. კლინიკის ცნობით, გოგონა ახლა დაახლოებით 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელი და აქტიურია.

ახალშობილმა 7 კვირა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გაატარა. ის კვებას ინფუზიების მეშვეობით იღებდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც ნეონატოლოგების, თერაპევტებისა და ექთნების გუნდი უზრუნველყოფდა.

ოჯახმა სახლში დაბრუნება მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან მხოლოდ 9 კვირის შემდეგ შეძლო. სერიოზული გართულებები არ ყოფილა – ბავშვს მხედველობაც კი შეუნარჩუნდა და სათვალის ტარებაც არ დასჭირდება.

გერმანულ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში, 300 გრამი წონით დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსი დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

Back to top button