საზოგადოება

სავარაუდოდ ინსულტია – ზურა ხაჩიძე, სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, მიტროპოლიტი სერაფიმე გარდაიცვალა. იგი სასულიერო პირის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ინსულტს ასახელებს:

„მოიხსენიეთ მიტროპოლიტი სერაფიმე ლოცვებში! ჩემი მეუფე. (სავარაუდოდ ინსულტია)“, – წერს ზურა ხაჩიძე.

განახლებული ინფორმაცია:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

Back to top button