საზოგადოება

რას ყვება ბრალდებული კაცის ქალიშვილი, რომელსაც ბრალად, მამაკაცის მკვლე­ლო­ბა და ყო­ფი­ლი ცო­ლის დაჭ­რა­ ედე­ბა – “დე­დას სხვა უყ­ვარ­და…”

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და 43 წლის ზურა ზუ­რაშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბულს მე­გობ­რის, თე­მურ (დე­მურ) ღვე­დაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა და ყო­ფი­ლი ცო­ლის ნა­თია კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლის დაჭ­რა­ში ედე­ბა ბრა­ლი. მკვლე­ლო­ბა 29 ოქ­ტომ­ბერს, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძველ ანა­გა­ში მოხ­და. კაც­მა ყო­ფილ ცოლ­სა და მის მე­გო­ბარ მა­მა­კაცს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ეს­რო­ლა. 47 წლის კაცი, თე­მურ (დე­მურ) ღვე­დაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ქალი, ნა­თია კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი კი ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მოკ­ლულს ამ ოჯახ­თან ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ. მოკ­ლუ­ლი ღვე­დაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გა­მო­სუ­ლი იყო. არა­ვინ მა­ლავს იმა­საც, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფილ ცოლს და მოკ­ლულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ამის შე­სა­ხებ იცო­და ოჯა­ხის წევ­რებ­მაც. ამას გვი­დას­ტუ­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის და დაჭ­რი­ლი ქა­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა ზუ­რაშ­ვი­ლი. მას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე აქამ­დე. ის ამ­ბობს, რომ მა­მის მხა­რე­საა.

– ანა, ალ­ბათ რთუ­ლია თქვენ­თვის ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ დღეს თქვე­ნი მამა ცი­ხე­ში ზის, დედა დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მოკ­ლუ­ლია კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, გვი­ამ­ბეთ საქ­მე აქამ­დე რა­ტომ მი­ვი­და?

– მე დღეს ვეს­წრე­ბო­დი სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, სა­დაც გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მა­მა­ჩე­მი იჯდა. მან აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და თქვა, რომ მი­იყ­ვა­ნეს ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. რად­გან ით­ქვა, რომ მამა გა­იქ­ცა მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მამა არ­სად გაქ­ცე­უ­ლა, ის წა­ვი­და სახ­ლში, და­უ­რე­კა თა­ვის ნაც­ნობ პო­ლი­ცი­ელს, უთხრა, რომ კაცი ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი და სახ­ლში ელო­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ის მის­ვლას, ჩა­ბარ­და.

– თქვე­ნი მშობ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ? რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე?

– ჩემი მშობ­ლე­ბი 2023 წელს და­შორ­დნენ. ერთი ორი წე­ლია, რაც და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი დედა იყო. მამა სთხოვ­და დე­დას შე­რი­გე­ბას. ისი­ნი ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი და­ქორ­წინ­დნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ, 25 წელი იყ­ვნენ ცოლ-ქმა­რი. მა­მას უყ­ვარ­და და შე­რი­გე­ბა სურ­და. თუმ­ცა დედა იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც უბ­რა­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ იყო. მე 24 წლის ვარ და მე პი­რა­დად არა­სო­დეს შევ­სწრე­ბი­ვარ ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას და ძა­ლა­დო­ბას სახ­ლში. ჩვენ­თან პო­ლი­ცია ამ თე­მა­ზე, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, არა­სო­დეს მო­სუ­ლა ჩვენ­თან. თუმ­ცა დედ-მა­მას ზოგ­ჯერ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ზოგ­ჯერ და­ძა­ბუ­ლი. უნ­დო­დათ გა­შო­რე­ბა, უფრო დე­დას უნ­დო­და გა­შო­რე­ბა, დე­დას სხვა უყ­ვარ­და, ის კაცი, რო­მე­ლიც მა­მამ მოკ­ლა და ამი­ტომ და­შორ­და.

– ეს მი­ზე­ზი უთ­ქვამს თქვენს დე­დას ხმა­მაღ­ლა?

– მე ვხვდე­ბო­დი ამას ისე­დაც და ვკი­თხე კი­დეც, და­მი­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია. მი­თხრა რომ ის კაცი უყ­ვარ­და.განაგრძეთ კითხვა…

Back to top button