საზოგადოება

გარდაიცვალა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი

მთავარის ინფორმაციით, კახა ალშიბაია, ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, კახა ზუგდიდსკი საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კახა ზუგდიდსკის, იგივე კახა ალშიბაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წელს გავრცელდა. ის საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. მაშინ 65 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 55 ქართველი იყო. მათ კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.

წყარო: მთავარი

Back to top button