
24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 19 წლის ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
როგორც ცნობილია, წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ, ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი და ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ იმ დღეს მომხდარმა საშინელმა ავარიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
შაბათს დაკრძალავენ ბაჩო ლასარეიშვილს. მისი ფეხმძიმე მეუღლის გადარჩენისთვის კი მთელი საქართველო ლოცულობს. როგორია ამჟამად ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა, ამის შესახებ AMBEBI.GE გოგონას მამას, ავთო კუჭუხიძეს ესაუბრა:
– როგორია ამჟამად თქვენი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? საზოგადოების უდიდესი ნაწილი თქვენთან ერთად ლოცულობს მისთვის და აინტერესებთ გაუმჯობესდა თუ არა ლიკას ჯანმრთელობა?
– ჭორები ვრცელდება, ვინ რას წერს, ვინ რას ავრცელებს… ათასნაირ ჭორს ვკითხულობ, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ოჯახის წევრებზე, ნათესაობაზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმედ არის, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია ჩემი ქალიშვილი დღესდღეობითაც, ის ებრძვის სიკვდილს, ექიმები იმედს გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლიკა კონტაქტური არ არის ჯერჯერობით, იმიტომ, რომ სჭირდება რაღაც პერიოდი ხელოვნურ ძილში ყოფნა, რადგან ძალიან დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ისეთი დიდი ტრავმები აქვს მიღებული, დრო სჭირდება მდგომარეობიდან, რომ გამოვიდეს ადამიანი.
ახლა გვაქვს კიდევ ოთხი, ხუთი დღე ძალიან კრიტიკული და ამ კრიტიკულ დღეებს აუცილებლად გადალახავს ჩემი შვილი, მე მჯერა ამის, ჩემი შვილი ძლიერი ადამიანია და მწამს უფლის, მთელი საქართველო ლოცულობს ჩვენთან ერთად. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, მინდა ყველას უფალმა უბოძოს ყველაფერი კარგი, ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს თითოეული მათგანი. თქვენ არ იცით, როგორი დიდი იმედი და ძალა ხართ ჩვენთვის.
– ბატონო ავთო, თავის ოპერაცია გაუკეთდა ლიკას?
– ოპერაცია არანაირი არ ჩატარება, პატარა მიკრო ოპერაცია გაუკეთდა, მიკროჩიპი ჩაუსვეს, რომლითაც არეგულირებენ წნევას. მოტეხილობები აქვს, ხერხემლის ნეკნები აქვს დაზიანებული. ქუთაისში კლინიკურ საავადმყოფოში წევს და მადლობას ვუხდი თითოეულ პერსონალს, ექიმებს, ყველას, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს და სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
– ორსულად არის ლიკა? ნაყოფი შეუნარჩუნეს?
– ლიკა ამჟამად ხელოვნურ კომაშია, ისეთი ტკივილები აქვს, რომ ასე გადაწყვიტეს ექიმებმა. დაძინებული ჰყავთ და თან მკურნალობენ, რაც საჭიროა კეთდება, ყველაფერს ეტაპობრივად აკეთებენ ექიმები. 4 თვეა, რაც დაქორწინდნენ. როგორი ბედნიერები ვიყავით. ჩემი სიძე, იგივე ჩემი შვილი იყო. მე დიდი პატივით და დიდი სიყვარულით მივიღე და ჩავიხუტე გულში. განაგრძეთ კითხვა…









