,,ძლიერი წვიმა, ქარი, ელჭექი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი” - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - bbcnews.ge
საზოგადოება

,,ძლიერი წვიმა, ქარი, ელჭექი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი” – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

Back to top button