როგორ ცხოვრობს 10 წლის ბავშვის სხეულში "დატყვევებული" 20 წლის ბიჭი - "ყველას ბავშვი ვგონივარ და სულ მეუხეშებიან..." - bbcnews.ge
საინტერესო

როგორ ცხოვრობს 10 წლის ბავშვის სხეულში “დატყვევებული” 20 წლის ბიჭი – “ყველას ბავშვი ვგონივარ და სულ მეუხეშებიან…”

წარმოიდგინეთ, ბარში მიდიხართ და 10 წლის მიმტანი გემსახურებათ. ან ხედავთ 10 წლის ბიჭს, რომელსაც ალკოჰოლის ბოთლი უჭირავს. შოკისმომგვრელია, არა? 20 წლის დანილ იანდუკოვი იძულებულია, უცნობებთან მუდმივად თავი გაამართლოს და პასპორტი აჩვენოს, რადგან მეხუთეკლასელს ჰგავს. მას ჰორმონალური დისბალანსი აქვს, რის გამოც სამუდამოდ ბავშვის სხეულშია გამოკეტილი…

20 წლის დანიილი 140 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 23 კილოგრამს იწონის, მაგრამ არავინ სჯერა, რომ ის ზრდასრული ადამიანია. ხშირად ხვდება გაუგებრობაში და გარშემომყოფების მხრიდანაც მუდმივად აწყდება ცუდ დამოკიდებულებას. ხალხი ძალიან უცნაურად რეაგირებს პატარა ბიჭზე, რომელიც “დიდურად” იქცევა. მაგალითად, სიგარეტს სთხოვს გამვლელს. დანილი აღნიშნავს, რომ ზრდასრულები ორ ტიპად იყოფიან რეაქციების მხრივ: ზოგი ენას უჩლიქავს, ზოგი კი უხეში და თავხედია.

„მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, უხეშად მოეპყრას ბავშვებს, თუ ცუდი დღე აქვს… მესმის, რომ ისინი მე ბავშვად აღიქვამენ, თუმცა ბავშვთან კი უნდა მოიქცნენ ასე? ზოგჯერ საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას, საპასუხოდ მეც ვიუხეშო”, – ამბობს დანილი.

სინამდვილეში, დანილი არ ეწევა და იშვიათად სვამს ალკოჰოლს. ის, როგორც წესი, გამვლელებს სიგარეტსა და ლუდს სთხოვს გასართობად. მან სწრაფად გააცნობიერა, რომ რაკი ასეთი ნიკალურია, იუმორის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებს, ამიტომ ხშირად იღებს სასაცილო ვიდეოებს და აქვეყნებს სოციალურ მედიაში. ბევრი მომხმარებელი ამ ვიდეოებს სკოლის მოსწავლის ხუმრობებად აღიქვამს, ზოგი კი თვლის, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

კითხვის გაგრძელება

Back to top button