ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა... - ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც სამტრედია-აბაშის გზაზე ავარიას ემსხვერპლა - bbcnews.ge
საზოგადოება

ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა… – ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც სამტრედია-აბაშის გზაზე ავარიას ემსხვერპლა

სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
“ტრაგედია ტრიალებს… დაღუპული 19 წლის ახალგაზრდაა… ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. გამძლეობა ოჯახს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ,სამტრედია- აბაშის მონაკვეთზე უმძიმესი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს, ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.გარდაცვლილი ახალგაზრდას მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს,მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.

Back to top button