
ქართველი პიანისტი, 24 წლის დავით ხრიკული ვარშავაში ფრედერიკ შოპენის სახელობის რიგით მე-19 პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. მიუხედავად იმისა, რომ დავით ხრიკულის ბრწყინვალე შესრულებას ყველა აღიარებდა, ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად, ყველანაირი საპრიზო ადგილისა და ჯილდოს გარეშე დატოვეს, რამაც მსმენელის დიდი პროტესტი გამოიწვია. სოლიდური ფულადი ჯილდო, 6 ათასი ევრო კი ქართველ პიანისტს კერძო პირმა გადასცა, რასაც დარბაზში მქუხარე ოვაციები მოჰყვა.სოციალურ ქსელში საქართველოს მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლებმა, უკლებლივ ყველამ, უკიდურესი აღშფოთება გამოხატა ჟიურის მიმართ. ამ საკითხზე სასაუბროდ ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს დავუკავშირდით.
– რაც მოხდა, ეს იმდენად შემაძრწუნებელია, აღარც ვიცი, რა ვთქვა! ახლაც რომ ვლაპარაკობ, სიბრაზისგან მეტირება. გაოცებული ვარ, ვინ არიან ჟიურის შემადგენლობაში, ამდენად არაკეთილსინდისიერები, არა – მუსიკოსები… რაღაცის გამო ყველა პრიზს ჩინელებს აძლევენ, ლამის ყველა კონკურსი მათია. განაგრძეთ კითხვა









