
ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების ფაქტი.
ამასთან, კითხვაზე, თავად მან ბრიფინგიდან შეიტყო თუ არა ის, რასაც ყოფილი პრემიერი წლების განმავლობაში სჩადიოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ ბრიფინგიდან შეიტყო და აქამდე ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენია.
„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, დანარჩენისთვის გამოძიებას დაველოდოთ. დღეს თქვენ იცით, რომ პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობა დატოვებული აქვს, ამასთან დაკავშირებით განცხადება მან პირადად გააკეთა პარტიის ოფისში რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროა, დასანანია, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. განაგრძეთ კითხვა>>>









