ლიკა შენგელიას სკანდალური მიმართვა - "როგორც ამბობენ, სალომე გოგიაშვილი შემხებლობაშია ნარკოტიკული საშუალებების ბიზნესთან! მოვითხოვ, პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაგირებას!" - bbcnews.ge
საზოგადოება

ლიკა შენგელიას სკანდალური მიმართვა – “როგორც ამბობენ, სალომე გოგიაშვილი შემხებლობაშია ნარკოტიკული საშუალებების ბიზნესთან! მოვითხოვ, პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაგირებას!”

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­სა და ლიკა შენ­გე­ლი­ას შო­რის დაპირისპირება გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლიკა შენ­გე­ლია აქ­ვეყ­ნებს ვრცელ პოსტს, სა­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს.

შენგელია პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს გოგიაშვილისთვის ბრალის წარდგენას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით.

“საქართველოს მთავარი პროკურატურა მოგახსენებთ, რომ ს.გოგიაშვილის დაჯგუფების დახმარებით, მოხდა ჩემი დარეპორტება “ინსტაგრამსა” და “ფეისბუქზე”, რის შედეგადაც ვეღარ დავიბრუნე “ინსტაგრამი”. “ფეისბუქი” დროებით შევძელი და დავიბრუნე, ამიტომ სანამ მაქვს მასზე წვდომა, ვაკეთებ განცხადებას ამ პლატფორმაზე!

მოგეხსენებათ, რომ შევიტანე საჩივარი სისხლის სამართლის დანაშაულის თაობაზე, საქმე აღიძრა და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ს.გოგიაშვილის წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე!!!

პროკურატურისგან მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგანაც არის მცდელობა, რომ ს.გოგიაშვილს ხელი დააფარონ, რომელიც როგორც ამბობენ, ასევე შემხებლობაშია ნარკოტიკული საშუალებების ბიზნესთან! როგორც ჩანს, ამ გზით ნაშოვნ თანხებს მახარბებდა. როგორც ასეთ პირებს უწოდებენ “ბარგა” გოგიაშვილი, ხოლო მე მათხოვარს და გაჭირვებულს მეძახდა…

მე შეიძლება ამ ეტაპზე რაღაც სირთულეები მაქვს და მარტო ვზრდი ჩემს პატარებს, მაგრამ სულ რომ პურის ფული არ მქონდეს, მაგას არ ვიკადრებ ქალი და დედა! არაადამიანი სხვის შვილებს, ქმრებს, ძმებს, დებს, გოგოებს, ბიჭებს რომ თურმე წამლავს და ანადგურებს…

ასეთ ქალს აფარებს სისტემა ხელს? პროკურატურის სირცხვილია!

მოვითხოვ, პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაგირებას და მისთვის ბრალის წარდგენას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, და მძიმე ზიანის განსაზღვრით, რადგან მე ვსაუბრობ სიმართლის და სამართლის ენით! მან უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე და ამას მივაღწე სულ რომ ჩემი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!

ყველა ადამიანს გვაქვს კანონით მინიჭებული უფლება გვქონდეს პირადი ცხოვრების საიდუმლო, რომლის ხელყოფაც უმკაცრესად დასჯადი დანაშაულია!

თუკი ვინმე შეეცდება ხელი შემიშალოს სამართლის დადგენაში, თუ მას მისი ბინძური საქმიანობის სტატუსი დაიცავს, ყველგან ყველას უკანონო ქმედებას გავასაჩივრებ, ვიდრე სამართალს არ მივაღწევ!

კატეგორიულად მოვითხოვ, ბრალი წაეყენოს დროულად და შესაბამისი მუხლით სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენ გოგიაშვილს! დანარჩენი მისი სხვა უკანონო საქმიანობა კი იმ სტრუქტურამ გამოიძიოს, ვისაც ეს სფერო ეხება!

ასევე მოგახსენებთ რომ დღემდე არ აქვს არანაირი საჩივარი შეტანილი ჩემ მიმართ და არანაირი სამ საათიანი ჩანაწერები წარდგენილი გამოძიებისთვის, სადაც გეპატიჟებოდათ დიდის ამბით ყველას მოსასმენად! ყოველი მისი ქმედება არის საცირკო გამოსვლა პუბლიკისთვის ცილისწამებებით, მაგრამ სამართალში ეგ ყოველივე არ ჭრის!

სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ გაკეთდა გავრცელებული ჩანაწერის ექსპერტიზა, სადაც დადგინდა, რომ არის მონტაჟი, ფრაზების ჭრა და აი პროგრამებით დამუშავება! თუმცა ამ დასკვნის მოცემასაც გვიჭიანურებდნენ ხელის დაფარების მცდელობის გამო!

დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებული გოგიაშვილი უკვე მონსტრად ევლინება საზოგადოებას თავისი უკანონო ქმედებებითა და ცილისწამებებით! აშანტაჟებს და აშინებს ჩემს გარემოცვას და შემდგომში ნებისმიერს გაუბედავს იმავეს! ამის უფლებას არ მივცემ და თავის დანაშაულებზე აგებს უმკაცრესად პასუხს!

როგორც ის მოითხოვს ვიყო ჩუმად, არ გამოუვა არანაირი შანტაჟით !

ვიბრძოლებ ბოლომდე და აუცილებლად მივაღწევ სამართალს!” – წერს ლინკა შენგელია.

Back to top button