"ხომ იცი, ვაფასებ ყველაფერს, რაც კარგი იყო..." - ალექსანდრა პაიჭაძის მიმართვა დავით კოდუას - bbcnews.ge
საზოგადოება

“ხომ იცი, ვაფასებ ყველაფერს, რაც კარგი იყო…” – ალექსანდრა პაიჭაძის მიმართვა დავით კოდუას

„ხომ იცი, ვაფასებ ყველაფერს, რაც კარგი იყო. შენ ძალიან მაგრად უნდა იყო! ყველაზე კარგი ადამიანი ხარ და მაგიტომ! GO DAVID! ცხოვრება გრძელდება,“ – წერდა ალექსანდრა პაიჭაძე საკუთარ გვერდზე. ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.მოგვიანებით კი ალექსანდრა პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მისი სტილის ცვლილება დაშორებისგან გამოწვეულ დეპრესიას არ უკავშირდება: 


“ჩემი კარე არ არის დეპრესიის ვარცხნილობა. ამ მიზეზით შარშან შევიჭრიდი, ან შარშანწინ. ახლა უბრალოდ გრძელი თმა მომბეზრდა. არც შეჭრას ვნანობ, არც – დაშორებას . კარგი მეგობრები ვართ.  ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მშვენიერი მარტოხელა მამაკაცია. რაც შეეხება შეყვარებულს, ანუ დათოს, რომელიც ქმარი არ ყოფილა, ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია, არ ეგუება ჩვენს დაშორებას”. 


Back to top button