
„სახლი ვიქირავე და იქ გადავდივარ. ჩემი ყოფილი მამამთილის ბინაში ვცხოვრობდი, ახლა ფიზიკურად არ მაქვს იმდენი თანხა, რომ დიდი სახლი ვიყიდო. ამიტომ მიწევს ქირაობა. ჩემი ერთოთახიანი ბინა კი მაქვს, მაგრამ პატარა ფართია, იქ ვერ დავეტევი შვილებთან და ძიძებთან ერთად, თან, გაქირავებული მაქვს…“ – ამბობს თამო ვაშალომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, თამო ვაშალომიძე მეუღლეს, აკა სამხარაძეს რამდენიმე თვის წინ დაშორდა, თუმცა ამის შესახებ მან სულ ცოტა ხნის წინ ისაუბრა საჯაროდ.
