"დღეს გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი" - საგანგებო ბრიფინგი სუს-ში - bbcnews.ge
სამართალი

“დღეს გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი” – საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

“სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითამანმშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე,რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

Back to top button