
გუშინ, საღამოს, გლდანის მე-7 მიკრო-რაიონში, კორპუსის მე-7 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
5 წლის სანდრო ბერიძე 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი იყო. ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“გლდანის მე-7 მიკრო-რაიონში გუშინ საღამოს, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი-სანდრო ბერიძე. ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.