ვინ არის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რომლის ბიძა ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს? - bbcnews.ge
სამართალი

ვინ არის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რომლის ბიძა ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ 464 496 ლა­რის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბის­თვის ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ა­კა­ვა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა, 2019-2021 წლებ­ში, სა­კუ­თარ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ბიზ­ნეს­ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ბან­კო­მა­ტის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­სნა და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა ა(ა)იპ „სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის“ კუთ­ვნი­ლი 464 496 ლარი, რა­მაც დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რი­შის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

ამ წლებ­ში ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე.

იგი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვი­და. 2012 წლის 22 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო-სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც კა­კა­ბა­ძე პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. მე­ო­რე ვა­დით ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2016 წელს გა­მარ­თუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად დარ­ჩა.

ის 1959 წელს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ხელ­ბურთს 70-იან წლებ­ში თა­მა­შობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში და თბი­ლი­სის “ქა­რიშ­ხა­ლა­ში”. ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს 2004 წლი­დან – სა­შე­ჯიბ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ, გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად.

რო­გორც ირ­კვე­ვა ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რის ოთარ კა­კა­ბა­ძის ბიძა.

ის ერთ-ერთი იყო იმ ფეხ­ბურ­თე­ლი­დან, რომ­ლებ­მაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ბოლო სა­არ­ჩევ­ნო კლიპ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ბრალ­დე­ბულს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბა სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

Back to top button