„1 000 სტუმარი გვყავდა... ალბათ, ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა" - წლის ყველაზე "ხმაურიანი" ქორწილის დეტალები - bbcnews.ge
საზოგადოება

„1 000 სტუმარი გვყავდა… ალბათ, ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა” – წლის ყველაზე “ხმაურიანი” ქორწილის დეტალები

სექტემბრის თქვე, როგორც ყოველთვის, დატვირთული იყო ქორწილებით – როგორც ცნობილი, ისე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები არაერთხელ მოექცნენ მედიის ყურადღების ცენტრში. არაერთი ქორწილი ვიხილეთ საზღვარგარეთაც – როგორ აღმოჩნდა, საბერძნეთი და იტალია ქართველი წყვილების ფავორიტი ქვეყნებია ქორწილისთვის. 

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ინფლუენსერი გვანცა მაჭარაძისა და ფეხბურთელი ბაჩო არაბულის წყვილმა, ბევრს საუბრობდნენ მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ქორწილზეც. ბიზნესმენი გივიკო ჩხარტიშვილი, მოცეკვავე ქეთი ხადური, მოცეკვავე თათა ვასაძე, მომღერალი ლუკა ჭანიშვილი… – ეს სია ძალიან გრძელია და არაერთ ლამაზ ქართულ ოჯახზე ჩვენც ბევრჯერ მოგიყევით. 

ბოლოდროინდელ ქორწილებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბათუმელი წყვილის, ანუკი გორგოშაძისა და ნიკა დიასამიძის ქორწილი. ამ ულამაზესი წყვილის უმნიშვნელოვანეს დღეს კი კიდევ უფრო განსაკუთრებულს სტუმრების რაოდენობა ხდიდა. 

ანუკი გორგოშიძისა და ნიკა დიასამიძის გრანდიოზული ქორწილი

ანუკი გორგოშაძისა და ნიკა დიასამიძის ქორწილს, არც მეტი, არც – ნაკლები, 1 000 სტუმარი დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ასეთი მასშტაბის ქორწილის გადახდა არ დაუგეგმავს, ყველაფერი მაინც ასე გამოვიდა: 

„1 000 სტუმარი გვყავდა. ზუსტი რაოდენობა ჩვენც მოგვიანებით გავიგეთ. გრანდიოზული გეგმები არ გვქონდა. ყველაფერი ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო: ცეკვა, ტორტის გაჭრა, სიმღერა, თამადა, წამყვანი – ეს ყველა ქორწილშია, თუმცა დაუგეგმავადაც გრანდიოზული გამოვიდა. ალბათ, ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა. ორგანიზების ნაწილში, ძირითადად, მე ვიყავი ჩართული და რჩევებს ჩვენს მშობლებს ვეკითხებოდი. ყველაფერი ტრადიციულად გავაკეთეთ. სამზადისის პერიოდში ნიკუშა გემზე იყო, თუმცა გარკვეული საკითხები მან დაგეგმა, მათ შორის, ჩვენი თაფლობის თვეც…“ – ამბობდა ანუკი გორგოშაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

“ამდენს ჩვენც არ ველოდით, მაგრამ ვინც იყო, მართლა ყველას ვიცნობდით. ორივეს დიდი სანაცნობო წრე გვყავს და ეს 1 000 კაცი, რეალურად, ჩვენი და ჩვენი ოჯახების ახლობლები იყვნენ”, – თქვა ნიკა დიასამიძემ. 


Back to top button