საზარელი ავარია – არის მსხვერპლი - bbcnews.ge

საზარელი ავარია – არის მსხვერპლი

21.10.2025

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიჯგორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

რეკლამა
რეკლამის ადგილი