
გარდაიცვალა ქართველი DJ ლუკა იოსელიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Tbilisi Open Air / AlterVision ავრცელებს.
“ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის სულისჩამდგმელი იყო. ვეცდებით შენი გეგმების ნაწილი მაინც განვახორციელოთ.
ძალიან გვატკინე გული. დროებით, მეგობარო”, – აღნიშნულია Tbilisi Open Air -ის ფეისბუქ გვერდზე.
ახალგაზრდა მუსიკოსის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო Katana Zion Audio, რომელიც 2015 წელს გამოჩნდა სცენაზე.