
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რამდენიმე თვის წინ ჩეჩნეთიდან ოჯახურ ძალადობას გაქცეული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ნახეს. ორშაბათს, სომხეთის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაქირავებ ბინაში 23 წლის აიშათ ბაიმურადოვას ცხედარი იპოვეს.
აიშათი, რომელიც ჩეჩნეთის მკაცრი, კონსერვატიული რესპუბლიკიდან უფლებადამცველი ორგანიზაციის დახმარებით გაიქცა, პარასკევიდან დაკარგულად მიიჩნეოდა.
აიშათ ბაიმურადოვა ბოლოს ოთხშაბათს ნახეს, როდესაც ის მეგობართან შესახვედრად წავიდა, რომელთანაც “ინსტაგრამით” ურთიერთობდა. სწორედ ამ დეტალმა გამოიწვია უფლებადამცველთა და აქტივისტთა მყისიერი განგაში.
აქტივისტმა დანიილ ჩებიკინმა საჯაროდ განაცხადა, რომ აიშათი შესაძლოა ქვეყანაში იძულებით დაებრუნებინათ. ჩებიკინის მტკიცებით, ინსტაგრამ-მეგობრის გამომწერებს შორის იყვნენ პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან ან უსაფრთხოების ძალებთან იყვნენ დაკავშირებულნი. განაგრძეთ კითხვა >>>