
მიუხედავად იმისა, რომ არც ქართველ სპორტსმენს, ილია თოფურიას და არც მის მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრიათ, უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ქართული და ესპანური მედია ამ თემაზე აქტიურად წერს. სოციალურ ქსელებში ორივე მათგანს წაშლილი აქვს ოჯახური კადრები, გარდა ამისა, ჯორჯინა უზკატეგუიმ “ინსტაგრამზე” ილია თოფურიას გამოწერაც გააუქმა.
ამ ყველაფრის შემდეგ ილია საქართველოში ჩამოვიდა, ჯორჯინა კი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა – ის ოჯახთან ერთადაა და ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველდღიურად აქვეყნებს.
ამჯერად ჯორჯინა უზკატეგუი ახალ კადრებს გვიზიარებს: “დაბრუნება არსთან” – წერს ის და იხსენებს დროს, როცა ცხენზე ჯირითობდა. ჯორჯინამ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოაქვეყნა: “ჩემი მზის სხივი კვირა დღეს”, – წერს ის

