
მას შემდეგ, რაც ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილს ქართველი ქმარი “წაართვა”, “საშიში ქალი” შეარქვეს. მართალია, ამ ამბიდან რამდენიმე წელი გავიდა, ქართველ ქმარსაც დაშორდა და მეოთხედ იქორწინა, მაგრამ ნადეჟდა ობოლენცევას სახელი ყვითელი მედიის სათაურებში ძველებურად ჩნდება.
საშიში ქალი და მოსკოვური ტრადიციების მემკვიდრე
ნადეჟდა ობოლენცევა დაიბადა მოსკოვში, დიპლომატის ოჯახში. ის ბავშვობიდან ინტელიგენტურ წრეში ტრიალებდა, სადაც კლასიკას კითხულობდნენ და პოლიტიკაზე საუბრობდნენ. გოგონამ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიიღო ორი უმაღლესი განათლება, იცოდა, როგორ მოქცეულიყო საზოგადოებაში და როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება საჭირო ადამიანზე.
დროთა განმავლობაში, წყნარი “კარგი ოჯახის მოსკოველი გოგოდან” ის საერო ხატად იქცა. თანამოაზრეებთან ერთად მან შექმნა ინტელექტუალური კლუბი „418“. იქ დადიოდნენ ისინი, ვინც ამჯობინებდა საუბარს არა მხოლოდ მოდაზე, არამედ ცხოვრების აზრზე, ფილოსოფიაზე. მათ შორის იყვნენ – სვეტლანა ბონდაჩუკი, ქსენია სობჩაკი და ელიტის სხვა წარმომადგენლები.