ტრაგედია სამტრედიაში - ავარიას 19 წლის ბიჭის ემსხვერპლა - bbcnews.ge

ტრაგედია სამტრედიაში – ავარიას 19 წლის ბიჭის ემსხვერპლა

18.10.2025

სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გიორგი შარაბიძე ემსხვერპლა

სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გიორგი შარაბიძე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

„ტრაგედია ორი დღის წინ, სოფელ დაფნარში მოხდა… დედა ემიგრაციში იმყოფებოდა, წუხელ დაბრუნდა – შვილი ცოცხალი ეგონა და მკვდარი დახვდა… უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს,“ – გვითხრა წყარომ.
ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.

როგორც “სამტრედიის ამბებს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

რეკლამა
რეკლამის ადგილი