"მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი - გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან“ - ამომავალი თურქი ვარსკვლავის, სინემ უნსალის გზა დიდი წარმატებისკენ - bbcnews.ge
შოუბიზნესი

“მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი – გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან“ – ამომავალი თურქი ვარსკვლავის, სინემ უნსალის გზა დიდი წარმატებისკენ

თურქულ სერიალებზე საუბრისას დღეს შეუძლებელია არ ვახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და, ამავდროულად, ძლიერი მსახიობი – სინემ უნსალი. მან თავისი ბუნებრივი შესრულებით და გულწრფელი ემოციებით შეძლო, რომ მაყურებელთა გულში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა და თურქული ტელევიზიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ ჩამოყალიბებულიყო.

სინემ უნსალი დაიბადა 1993 წლის 21 ივნისს, იზმირში. მან დაამთავრა ესქიშეჰირის უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება სცენა და კამერის წინ ყოფნა იყო.

პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში მან 2017 წელს გადადგა, მცირე როლებით. თუმცა მისი თამაში იმდენად დამაჯერებელი და ბუნებრივი იყო, რომ მსახიობმა მალევე მიიპყრო პროდიუსერებისა და მაყურებლების ყურადღება.

სი­ნემ უნ­სა­ლის დედა ჩერ­ქე­ზუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, ხოლო მამა – აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი. ეს შე­რე­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ფონი და მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი­სა და პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

თა­ვად სი­ნემს უყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე თქმა: “მე ვარ კავ­კა­სი­ე­ლი, გო­გო­ნა კავ­კა­სი­ი­დან.“ ეს მის­თვის უფრო მე­ტია, ვიდ­რე წარ­მო­შო­ბის აღ­წე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი თურ­ქეთ­ში, კერ­ძოდ, იზ­მირ­ში გა­ი­ზარ­და, მისი ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია.

კითხვის გაგრძელება

Back to top button