გია ხუხაშვილი: "მათ მოსთხოვეს ფული, მაგრამ არ მოიტანეს და ახლა იჭერენ..." - bbcnews.ge
Faceამბები

გია ხუხაშვილი: “მათ მოსთხოვეს ფული, მაგრამ არ მოიტანეს და ახლა იჭერენ…”

კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბო­და, რომ ექ­სპრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თავს შავი ღრუბ­ლე­ბი იყი­და თავს და რომ მათი და­ჭე­რაც კი არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ – მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სულ 8 პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის, სახ­ლე­ბის და პი­რა­დი ჩხრე­კე­ბი, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, დო­კუ­მენ­ტა­ცია და დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა.

მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს, რო­მე­ლიც მომ­ხდარს იმას უკავ­ში­რებს, რომ ამ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა “ბი­ძი­ნას სა­ლა­რო არ შე­ავ­სეს“ და ეს არის კო­ბა­ხი­ძის ერ­თგვა­რი თა­მა­ში მე­ფის კარ­ზე:

“ეს ინ­ფორ­მა­ცია, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ, დიდი ხა­ნია ტრი­ა­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჩხრე­კე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი არ არის. ეს ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­აა – მათ მოს­თხო­ვეს ფული, მაგ­რამ არ მო­ი­ტა­ნეს და ახლა იჭე­რენ. ზო­გა­დად რომ ვთქვათ, სის­ტე­მა არის ერ­თგვა­რი ურჩხუ­ლი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად კვე­ბა სჭირ­დე­ბა და რო­დე­საც მას საკ­ვე­ბი ელე­ვა, ის სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ჭა­მას იწყებს. ახლა ამ პრო­ცეს­ში ვართ და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ ვინ არის და ვინ ვისი კა­ცია, ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა. გა­სა­გე­ბია, რომ ამათ ახლა არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ კო­რუფ­ცია, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას­თან არ გვაქვს საქ­მე. კო­რუფ­ცია, თა­ვის­თა­ვად, სის­ტე­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, ის კო­რუფ­ცი­ა­ზე დგას და მის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს. რა გგო­ნი­ათ, ღა­რი­ბაშ­ვილს და ლი­ლუ­აშ­ვილს თუ და­ი­ჭე­რენ, მათ ად­გილ­ზე ვინც მოვ­ლენ, ისი­ნი მერე კო­რუფ­ცი­ა­ში არ იქ­ნე­ბი­ან? ისი­ნიც იქ­ნე­ბი­ან იმი­ტომ, რომ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის მდგრა­დო­ბა მხო­ლოდ კო­რუფ­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია”.

ხუ­ხაშ­ვი­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ ამ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი შე­საძ­ლოა 4 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს:

“ვფიქ­რობ, რომ ესეც ერ­თგვა­რად შე­მოგ­დე­ბუ­ლი თემა იყო, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რო­გორც ჩანს, კო­ბა­ხი­ძეს ბი­ძი­ნას­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, რომ ის ამ ხალ­ხს მოს­თხოვ­და ფულს და ისი­ნიც მო­ი­ტან­დნენ. რად­გან სი­ტყვა ვერ შე­ას­რუ­ლა და ყო­ფი­ლებ­მა ხარ­კის გა­დახ­და­ზე უარი თქვეს, მერე ამას და­ურ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გენ­და, რომ თურ­მე ფული იმი­ტომ არ მო­აქვთ, ოპო­ზი­ცი­ას­თან აქვთ საქ­მეო. კო­ბა­ხი­ძეს ბი­ძი­ნას­თან თავი ხომ უნდა ემარ­თლე­ბი­ნა – აი, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ფული იმი­ტომ ვერ ამო­ვი­ღე, რომ ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნე­ნო. მთე­ლი ამ ის­ტო­რი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა იმა­შია, რომ შე­ვა­და­როთ, ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ა­ლებ­ში ბო­რო­ტი ბავ­შვე­ბი რომ არი­ან, მა­მის ერ­თა­დერთ მემ­კვიდ­რედ დარ­ჩე­ნის­თვის რომ იბ­რძვი­ან და მა­მას რომ უყ­ვე­ბი­ან, რო­გორ ჰპა­რა­ვენ მას ფულს სხვა შვი­ლე­ბი, რო­გორ ეჯავ­რე­ბათ მამა და ერ­თა­დერ­თი წე­სი­ე­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე თვი­თონ არის… ეს კო­ბა­ხი­ძეს იმა­ში სჭირ­დე­ბა, რომ მას სა­კუ­თარ ბედ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცუდი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერთ გზად მი­აჩ­ნია ის, რომ მა­მის ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე დარ­ჩეს, ამი­ტომ ცდი­ლობს ბი­ძი­ნას ირ­გვლივ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ა­სუფ­თა­ოს ველი, რათა მას არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ და­უ­ტო­ვოს. ბი­ძი­ნამ ეს იცის, ბი­ძი­ნას თა­ვი­სი თა­მა­ში აქვს და შემ­დე­გი სვლა მი­სია. ჯერ­ჯე­რო­ბით მას კო­ბა­ხი­ძე მიშ­ვე­ბუ­ლი ჰყავს, მაგ­რამ კო­ბა­ხი­ძე ძა­ლი­ან მო­ლი­პულ გზას ად­გას”.

Back to top button