"მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული"- სალომე შარვაძის გულახდილი ამბავი ოჯახის შესახებ - bbcnews.ge
საზოგადოება

“მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული”- სალომე შარვაძის გულახდილი ამბავი ოჯახის შესახებ

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, სალომე შარვაძე, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა

როგორ მოხდა, რომ თან მსახიობი ხარ და თან – ფარმაცევტი?

ჩემი პირველი პროფესია ფარმაცევტობაა, ბებო მყავდა პროვიზორი, სულ მახსოვს ჩვენს კართან მოსული ადამიანები, რომლებსაც პრეპარატები სჭირდებოდათ და ბებო სულ შოულობდა მათთვის წამლებს. რომ გავიზარდე, ოჯახმა მთხოვა, ჩამებარებინა სამედიცინოზე და ჩავაბარე. პარალელურად დავდიოდი სტუდია „ბერიკებში“. შემდეგ კი მივხვდი, რომ ძალიან დამწყდებოდა გული, რომ არ მეცადა. მივხვდი, რომ თუ არ ხარ ბედნიერი საკუთარი პროფესიით, ის უნდა სცადო, რაც გაგაბედნიერებს. მოკლედ, შევიტანე საბუთები თეატრალურ უნივერსიტეტში და სტიპენდიატიც ვიყავი. ძალიან მიყვარდა თეატრი და სცენა. შემდეგ დავოჯახდი, ჩემი მეუღლე ყველაფერში მხარში მიდგას, აგერ უკვე 18 წელია, ერთად ვართ.

სალომე და სერიალები

იყო სერიალი „საპონი“, რომელიც „იმედზე“ გადიოდა, ასევე „გოგოები და ბიჭები“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.

მართას დაბადებამ დამავიწყა ყველაფერი. 22 წლის ვიყავი, ძალიან პატარა, მე და მართა ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ.

ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული, ამიტომაც მალე დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ყოველთვის ვცდილობ, რომ განვვითარდე და ვაკეთო მეტი.

გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა…

იყო რთული ტრავმა, რომელიც მეგობრების დახმარებით დავძლიე. ფეხი მოვიტეხე, თურქეთში გავიკეთე ოპერაცია, რთული დღეები გავიარე.

კითხვის გაგრძელება

Back to top button