ქუთაისში, 36 წლის ქალი მე-9 შვილის დედა გახდა - "იყო ცხრა შვილის დედა დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა…" - bbcnews.ge
საზოგადოება

ქუთაისში, 36 წლის ქალი მე-9 შვილის დედა გახდა – “იყო ცხრა შვილის დედა დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა…”

ქუთაისში 36 წლის ქალი მე-9 შვილის დედა გახდა. 36 წლის მარიამ იმედაძეს 6 გოგონა და 3 ვაჟი ჰყავს.

“ჩვენთან ყველა დედიკო გმირია, მაგრამ განსაკუთრებით, თუ ის ბეეევრი ბავშვის მშობელია. გაიცანით 36 წლის მარიამი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მე-9 შვილის დედა გახდა. მარიამს 6 გოგონა და 3 ვაჟი ჰყავს. ვულოცავთ მათ დიდ ოჯახს, ყველაზე პატარა, ახალი წევრის, გაბრიელის დაბადებას და ვუხდით მადლობას, მრავალწლიანი ნდობისა და სიყვარულისთვის მეან გინეკოლოგი-ნათია გოგიბერიძე” – ნათქვამია კლინიკა “ბომონდი” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button