თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს - bbcnews.ge
სპორტი

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა.

რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით.

აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ.

არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!“ – წერს ფეხბურთელი.

Back to top button