საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს - bbcnews.ge
საზოგადოება

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ამა წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჯოგლიძე).

მღვდელ-მონაზონი ეგნატე დაიკრძალება ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს ამავე მონასტრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ ეგნატეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი ეგნატე“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

Back to top button