"სთხოვონ და გაახელს კიდეც ლურჯ ლამაზ თვალებს" - რას პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი ბაჩო ახალაიას მეუღლის კომენტარს - bbcnews.ge
საზოგადოება

“სთხოვონ და გაახელს კიდეც ლურჯ ლამაზ თვალებს” – რას პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი ბაჩო ახალაიას მეუღლის კომენტარს

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ტელეკომპანია “ფორმულას ეთერში, სადაც ის ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები მიმდინარეოდა.

“ზუსტად სუს-ი რასაც ჩალიჩობს 3 თვეა, იმას ამბობს. ანუ ჩვენება მისცა პირდაპირ ეთერში სუს-ს ბაჩოს და ჩემს წინააღმდეგ და თან უფრო მეტიც სცოდნია. ძალიან მაინტერესებს ენმ-ს რომელი ლიდერი იგულისხმა?! მე მაქვს ჩემი ვერსია ვინ შეიძლება ავრცელებდეს ასეთ ჭორებს. გიგას მინდა თვალებში ჩავხედო,” – დაწერა ანი ნადარეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი ანი ნადარეიშვილის სტატუსს გამოეხმაურა:

“მე არ ვიცი ეს ცოლ-ქმარი დადის თუ არა რუსთაველზე, მაგრამ გიგას თვალების პოვნა “მშვიდობიან დამხობაზე” გაცილებით იოლი ამოცანაა.

გამოვიდნენ რუსთაველზე პირველ სკოლასთან ცოლიც და ქმარიც, გიგა თითქმის ყოველ საღამოს იქაა და უყურონ რამდენიც გაუხარდებათ – სთხოვონ და გაახელს კიდეც ლურჯ ლამაზ თვალებს.

კატამ მეფეს სადაც შეხედა …

სამწუხაროდ, მათი სამზარეულოდან გიგას თვალები არ ჩანს,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, როგორც მოწმეს მას სათქმელი არაფერი აქვს და პასუხს სასამართლოში გასცემს, დრო კი ჯერ უცნობია.

სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბრის აქციას, ასევე, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელიც მან თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გააკეთა.

Back to top button