
ბოლო დროს ქართულ მედიაში აქტიურად იწერება სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას დაპირისპირების შესახებ. ლიკა და სალომე დეტალებს მუდმივად აზიარებენ სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ხშირად მიმართავენ.
ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.
ამჯერად სალომე გოგიაშვილი ფოტოებს ახალი იმიჯით აქვეყნებს და, ამასთან, ლიკა შენგელიაზე წერს:
„ქალს, რომელიც ოჯახს ანგრევს, უნდა ახსოვდეს: კარმა არასდროს ტოვებს მისამართს. გელოდებით, კარმა“ – წერს სალომე გოგიაშვილი.