
Kanal D-ის პოპულარული სერიალის, „ეშრეფის სიზმარი“ (თურქ. Eşref Rüya), ახალმა, მოქმედებით სავსე ეპიზოდმა მაყურებელი კვლავ ეკრანებთან მიაჯაჭვა.
ეპიზოდის ფინალური სცენა, სადაც ეშრეფი (ჩაღათაი ულუსოი) რეალობასა და სიყვარულს შორის არის გაჩხერილი, ცდილობს რა დაარწმუნოს ნისანი (დემეთ ოზდემირი), რომ მის ძმის სიკვდილთან კავშირი არ აქვს, და ბოლოს საკუთარ თავს პოლიციას აბარებს, X-ზე (Twitter-ზე) ჰეშთეგით #esrefruya გახდა „მთავარი თემა“ (TT).
მაყურებელი კითხვაზე – „ეშრეფის აღიარება იყო ეს, თუ ახალი გეგმა?“ – პასუხს ეძებს. სერიალის ბოლო ეპიზოდმა რეიტინგების რბოლაში ლიდერობა დაადასტურა:
- Total-ში – 9.87
- AB კატეგორიაში – 7.3
- 20+ABC1 კატეგორიაში – 9.83
ამ შედეგებით სერიალი რეიტინგებში უპირობო ლიდერად დარჩა.