
რუსეთში, უფაში, 34 წლის მამაკაცმა მეოთხე სართულის ფანჯრიდან სამი წლის ქალიშვილი გადააგდო. ინფრომაცია მედიაში ვრცელდება.
ბავშვი მძიმე მდგომარეობაში, თავის ქალის ძვლის მოტეხილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის რეანიმაციაში კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დაკავებისას მამაკაცს თავისი ქმედებები არ აუხსნია. ТАСС-ის წყაროს ცნობით, ის ფსიქიკურად არასტაბილური იყო.
დანაშაულის დროს მამაკაცის ცოლი და უფროსი ვაჟი სახლში არ იმყოფებოდნენ.