"პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა... არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ" - ნინი ბადურაშვილი - bbcnews.ge
საზოგადოება

“პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა… არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ” – ნინი ბადურაშვილი

ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თუ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ხში­რად ხდე­ბა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მომ­ღე­რალ­მა ცოტა ხნის წინ, რა­დიო “ფორ­ტუ­ნა პლუ­სის” ეთერ­ში, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი “მარ­ტო­ო­ბა დას­რულ­და“.

მე­დი­ის ინ­ტე­რე­სი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მი­მართ არას­დროს ნელ­დე­ბა, რა­საც ხში­რად მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე სხვა­დას­ხვა ჭორი თუ გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი. თა­ვად ნი­ნიც აღ­ნიშ­ნავს, რომ მის შე­სა­ხებ არა­ერთ “კო­მი­კურ” სა­თა­ურს წა­ა­წყდა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მის პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­ზე მე­ტყვე­ლებს.

“სა­თა­უ­რე­ბი უნდა შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა თა­ვის დრო­ზე, მა­გა­ლი­თად, იყო ასე­თი: “ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მინ­დვ­რის თაგ­ვი­ვით მარ­ტოა“, – გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

თუმ­ცა, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დრო უკვე წარ­სულს ჩა­ბარ­და. დღეს ის მარ­ტო აღარ არის და მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს.

კითხვის გაგრძლება

Back to top button