
მოქალაქემ საცხოვრებელი სახლის კედელში კრაზანების ბუდე აღმოაჩინა. მისი თქმით, რემონტის გაკეთებისას კედელი, სრულიად დაუზიანებელი იყო.
“არ ვიცი რამდენად თემატურია, მაგრამ უნდა მოვყვე.მოკლედ…
დილიდან მესმოდა ბჟუილი კედლიდან… გავიხედე ფანჯრიდან და რას ვხედავ, კუთხეში იჯდა 4-5 ცალი კრაზანა და დაბლა ეყარა კედლის ”ნაწილები”, მივაშხურე მწერების საკლავი სითხე, მაგრამ მაინც ისმოდა ბჟუილი ოთახში, მიუხედავად იმისა რომ ფანჯარა დაკეტილი იყო…
შევამოწმე კაკუნით კედელი და ერთ ადგილას ფუყე აღმოჩნდა – შპალერი ეგრევე ჩაიხა დავაკაკუნე თუარა
შიგნით რაც ხდებოდა კი ხედავთ…. ეს ერთი და ორი წლის ნაშრომი არაა აშკარად,
რადგან 2021 გვქონდა რემონტი და სანამ შპალერსაც გავაკრავდით არაფერი ფუყე ადგილი და ა.შ. არ იყო…
რას წარმოვიდგენდი რომ კრაზანას შეეძლო ბეტონის ”გამოფურღვნა”?….
მოკლედ ფრთხილად და ყურადღებით იყავით… კორპუსებსაც ერჩიან ეს პარაზიტები და დროულად მიაქციეთ ყურადღება რომ ჩემსავით არ მოგივიდეთ….
ან უფრო გვიანი არიყოს და არ ჩამოინგრეს…. მხოლოდ დღეს შევამჩნიე ეს კრაზანები და ხმაც, თორემ უფრო ადრეც მოვუღებდი ბოლოს….” – წერს მოქალაქე “ფეისბუქ ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” და ვიდეოს ავრცელებს.