თორნიკე გოგრიჭიანის ცხოვრება კადრებს მიღმა – უცნობი ამბები მსახიობის შესახებ - bbcnews.ge
საზოგადოება

თორნიკე გოგრიჭიანის ცხოვრება კადრებს მიღმა – უცნობი ამბები მსახიობის შესახებ

თორნიკე გოგრიჭიანი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია. ის 1986 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა.  2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 2007 წლიდან კი თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

თორნიკემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმებით, როგორიცაა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და “შინდისი”. მისი ნამუშევრები არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

2022წელს თორნიკემ მონაწილეობა მიიღო “ნე­ტფ­ლიქ­სის” პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის “Extraction”-ის მე­ო­რე ნა­წი­ლი გადაღებებში. ფილმში მთა­ვარ როლს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, კრის ჰემ­სუ­ორ­თი ას­რუ­ლებს. მისი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 2020 წელს გა­მო­ვი­და და შთამ­ბეჭ­და­ვი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. მეორე ნაწილში თორნიკესთან ერთად კიდევ სხვა ქართველი მსახიობები თამაშობენ (თინა და­ლა­ქიშ­ვი­ლი, დათო ბახ­ტა­ძე, ირაკლი კვიჟინაძე).

ფილმის პრემიერაზე თორნიკე გოგრიჭიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ესეც Extraction 2-ის პრე­მი­ე­რა ნიუ იორკში. მო­ემ­ზა­დეთ, ფილ­მი “ნე­ტფ­ლიქსზე” 16 ივ­ნისს გა­მო­ვა.

მად­ლო­ბა AGBOfilm-ს და ჯო რუ­სოს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს ქარ­თვე­ლებს, რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ ამ დიდი ოჯა­ხის ნა­წი­ლი.

მად­ლო­ბას ვუხ­დი სემ ჰარგრე­ივს გე­ნი­ოსს, რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვცეს. გარ­და ამი­სა, მად­ლი­ე­რი ვარ Sarah finn casting-ის, რომ მომ­ცა შან­სი ასეთ დო­ნე­ზე მე­ცა­და და ჩემი სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ დო­ნე­ზე გა­მო­მევ­ლი­ნა“, – წერდა თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი “ინ­სტაგ­რამ­ზე”.

კითხვის გაგრძელება

Back to top button