"არ ვარ უცხო ილიას ოჯახისთვის... თუ წყვილი შორდება, ესე იგი, უნდა დაშორებულიყო" - რას ამბობს ქართველი სპორტული მიმომხილველი ილია თოფურიას შესახებ - bbcnews.ge
საზოგადოება

“არ ვარ უცხო ილიას ოჯახისთვის… თუ წყვილი შორდება, ესე იგი, უნდა დაშორებულიყო” – რას ამბობს ქართველი სპორტული მიმომხილველი ილია თოფურიას შესახებ

რამდენიმე დღეა, ქართული და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ  UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. მსგავსად მოიქცა ჯორჯინაც. წყვილმა სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამოწერაც გააუქმა, რაც ილიას გულშემატკივრებში აჩენს ეჭვს, რომ წყვილს შორის კრიზისია. ესპანური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა. 

ინტერესი ამ ამბის მიმართ დიდია, უამრავი კომენტარი იწერება სავარაუდო მიზეზების შესახებ, თუმცა თავად ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს პოპულარული სპორტული მიმომხილველი, Kakiscorner, რომელიც ამბობს, რომ ილია თოფურიას ოჯახისთვის უცხო ადამიანი არ არის, ვერ ისაუბრებს მის პირად ცხოვრებაზე, თუმცა მოკლე კომენტარს მაინც აკეთებს: 

“არ ვარ უცხო ილიასთვის და მისი ოჯახისთვის. მიხედავენ თავის თავს, არანაირი პრობლემა არ არის არც ერთი მიმართულებით. თუ წყვილი შორდება, ესე იგი, უნდა დაშორებულიყო. დაშორება არის ყოველთვის კარგი ამბავი, მესმის, რომ მტკივნეულია, მაგრამ, საბოლოოდ, ეს არის ძალიან კარგი ამბავი. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, ერთმანეთს არ შორდებიან. რადგან ცნობილი სახეა ილია, უნდა ვიქექოთ მის ცხოვრებაში?!”, – ამბობს ის. 

Back to top button